პორტირების მსურველი აბონენტების რაოდენობა მცირდება
ერთი მობილური ქსელიდან მეორეში პორტირების მსურველი აბონენტების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს სულ 57 ათას 355 ნომრის პორტირება განხორციელდა, რაც 2016 წელთან შედარებით 22 ათასით ნაკლებია, ეს იმ ფონზე, რომ 2013 წელს პორტირება 176 ათასმა აბონენტმა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი პორტირება Magti (მაგთიკომი) ქსელში განხორციელდა - 23 ათასი, მას მოსდევს Geocell (ჯეოსელი) - 21 ათასი და Beeline (ვიონი საქართველო) - 14 ათასი ნომერი. შეგახსენებთ, რომ პორტირება აბონენტს საშუალებას აძლევს, სატელეფონო ნომრის შეცვლის გარეშე შეიცვალოს სერვისის მომწოდებელი ოპერატორი.