მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: აუცილებელია, ტყის საფარის აღდგენის პროცესი დავიწყოთ

5b49d54ed6bb7
BM.GE
14.07.18 14:50
701

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე მუშაობა გაგრძელდება.

პრემიერის თქმით, ამ თვალსაზრისით, მთავრობას ბევრი საინტერესო ინიციატივა აქვს, რომელთაც აუცილებლად წარმატებით დაასრულებს.

"დაინერგება გამჭვირვალე პროცედურებზე დაფუძნებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა. საპროექტო იდეის შემუშავების საწყის ეტაპზევე შეფასდება დაგეგმილი საქმიანობის მიზანშეწონილობა, რაც ინვესტორს ფუჭი საინვესტიციო დანახარჯებისგან დაიცავს. ტყის მდგრადი მართვის დანერგვისა და ხელშეწყობის მიზნით, დამკვიდრდება ტყეების მოვლის დაცვისა და აღდგენის ეფექტური მექანიზმები. აუცილებელია, რომ ჩვენ აქტიური რეფორესტიზაციის, ანუ ტყის საფარის აღდგენის პროცესი დავიწყოთ. რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოში ხდებოდა სრულიად მიუღებელია", – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები