მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი ბათუმში მიდის - "ყველა დაზარალებულს სახელმწიფო დაეხმარება"

6160264c9bf82
ინგა მურუსიძე
08.10.21 15:11
622
დღესვე გავემგზავრები ბათუმში, ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო შესაბამის დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს, მომხდარის მიზეზებს კი გამოძიება დაადგენს.

„ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები.

აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას.შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს. ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად მე დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ: ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ჯერჯერობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 



გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები