მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი მაღალმთიან, უშუქო სოფლებს ალტერნატიული ენერგიით უზრუნველყოფას ჰპირდება

5c0fb978662eb
თელარა გელანტია
11.12.18 17:45
1014
მთის მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერისთვის გაგრძელდება მუშაობა ხარისხიანი ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, რისთვისაც მოიმატებს სოფლის ექიმების რაოდენობა, გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო ტრანსპორტი, აშენდება ამბულატორიები და სასწრაფო დახმარების შენობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაიზრდება კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა, გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, სასმელი წყლის, კანალიზაციის, ნარჩენების გატანის სერვისების მიწოდებისათვის.

„იქ, სადაც ვერ მოხერხდება ელექტროენერგიის მიწოდება სადენებით, მოხდება მისი ალტერნატიული წყაროებით მომარაგება. 2019 წელს ყველა უშუქო სოფელში მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დაახლოებით 400-მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული ენერგიის წყაროთი, ხოლო 2020 წლისთვის კი, ყველა მაღალმთიანი დასახლება უზრუნველყოფილი იქნება მობილური კავშირგაბმულობითა და ინტერნეტით. უკვე იწყება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობების ინტერნეტიზაცია. 2019 წელსვე დაიწყება წყალმომარაგების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის სტეფანწმინდასა და მიმდებარე სოფლებში, ასევე დაბა წაღვერში, ვალეში, მესტიაში, აბასთუმანში, ბაკურიანსა და გუდაურში”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები