მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: მხარს დავუჭერთ ქართულ კომპანიებს, რომ არ დაიჩაგრონ

5b4a1c265c045
BM.GE
14.07.18 19:53
1684

საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, მთავრობის ამოცანა უნდა იყოს, დაეხმაროს ქართულ კომპანიებს, რომ მათ შეძლონ თავიანთი კონკურენტული უპირატესობების სწორად გამოყენება.

"რაც შეეხება ანტიდემპინგურ კანონმდებლობას – თქვენ იცით ჩემი განწყობები, რომ ქართულ კომპანიებს სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა. იგივე საერთაშორისო ტენდერები რომ ავიღოთ, რომელიც არ ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე და არის სხვაგან – თქვენ ძალიან მცირედ ნახავთ იქ ქართულ კომპანიებს წარმოდგენილს. როდესაც საქართველოში ცხადდება ტენდერები, ვიცით, როგორ აქტიურობენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომაგდენლები ამ ყველაფერში. ჩვენ მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ ქართულ კომპანიებს, რომ არ დაიჩაგრონ არასწორი თამაშის წესების გამო და მზად ვარ, სხვათაშორის, ნებისმიერი კომპანიის შემთხვევა ცალ–ცალკე განვიხილო, არათუ – ცალკეული სექტორების", – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა განახლებული მთავრობა უნდა დაამტკიცოს, სადაც 10 სამინისტრო და ერთი მინისტრის აპარატი იქნება წარმოდგენილი. ამ წუთებში მთავრობის წევრობის კანდიდატები და პრემიერ–მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები