საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უქმდება.
აღნიშნული მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვარიანტიდან ირკვევა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, სარეზერვო ფონდის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული.
ამასთან, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება 2019 წლისთვის.
ბიუჯეტის პროექტის ბოლო გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება განსაზღვრულია 6 მილიონი ლარით; ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, დაფინანსება 10 მლნ ლარამდე იყო.