პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ ბანკია სესხის წყარო,- ამის შესახებ მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის მოადგილე ვახტანგ ჭარაია აცხადებს.
მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხებზე პროცენტები მაღალია, რაც დაბალი კონკურენტუნარიანობიდან გამომდინარეობს.
"მცირე და საშულაო ბიზნესისთვის საპროცენტო განაკვეთები კომერციულ ბანკებში მაღალია, რაც ართულებს, მათ ფუნქციონირებას. თუმცა, კომერციული ბანკების გადმოსახედიდან მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიწოდებული საბუთების ხარისხი, მათი ფინანსური შესაძლებლობები არის დაბალი, ამიტომ ისინი რისკებს ხედავენ მათ დაფინანსებაში. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბანკი ყველა მცირე და საშუალო ბიზნესს არ აფინანესბს, აფინანებს საუკეთესოებს, შესაბამისად, მათი არგუმენტი, რომ სესხი მაღალია მაღალრისკიანობის გამო, არ მიმაჩნია სწორად",- აცხადებს ჭარაია.
მისვე ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნესი არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ საბანკო სექტორზე.
"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ფინანსთა, ეკონომიკის სამინისტრო თუ ეროვნული ბანკი - ყველა ცდილობს, შემოიღოს ახალი მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ ბანკიდან უფრო ადვილად ავიღოთ სესხი ან უფრო დაბალ პროცენტში ავიღოთ, ან გარანტორად ჩაგვიდგეს სახელმწიფო და ა.შ. მაგრამ პრობლემა არის სესხების მაღალ პროცენტში და იმაში, რომ მხოლოდ ბანკია სესხის წყარო. თუ ჩვენ განვავითარებთ ისეთ მექანიზმებს, როგორებისაა განვითარებულ ქვეყნებში- ქრაუდფანდინგი, კაპიტალის ბაზარი და ა.შ. ამის განვითარების შემდეგ კომერციული ბანკები ნებით თუ იძულებით დაწევენ საპროცენტო განაკვეთებს",- აცხადებს ვახტანგ ჭარაია.