"აწარმოე საქართველოში" ახალი ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ არსებული პროექტები ძალიან წარმატებულია და ისინი აუცილებლად დარჩება, თუმცა მათ გადახალისებას და ახალი კომპონენტების დამატებას არ გამორიცხავს.
"არსებული პროექტები არის ძალიან წარმატებული და აუცილებლად დარჩება, თუმცა ჩვენ შეიძლება გადახალისება მოვახდინოთ და დავამატოთ ახალი, საინტერესო კომპონენტები. ასევე, უფრო მეტი პოტენციალი სადაც არის ამის იდენტიფიცირებას აუცილებლად მოვახდენთ და იქნება განახლებული ენერგია, ახალი სისხლი სააგენტოში, თუმცა, ეს პროგრამები აუცილებლად დარჩება რაც დღეს გვაქვს’’,- აცხადბს ხიდურელი.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს პროექტ "აწარმოე საქართველოს'' ახალი ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი გახდა. მიხეილ ხიდურელი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SavvY-ს თანამფუძნებელი და პარტნიორი იყო. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს სიპის - „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის დეკემბერში სააგენტოს ყოფილი უფროსი მარიანა მორგოშია შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გახდა.