მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესიული განათლების სფეროს გასავითარებლად წელს 43 800 000 ლარი დაიხარჯება

5b4315ad928cb
BM.GE
09.07.18 11:58
514
პროფესიული განათლების სფეროს გასავითარებლად 2018 წელს სახელმწიფო 43 800 000 ლარს დახარჯავს.

პროფესიული განათლების 2013-2020 წლების სტრატეგიის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 171 830 000 ლარი დაიხარჯება და ყველაზე მეტი წელს არის გათვალისწინებული.

ამ დრომდე წლების მიხედვით გაწეული ხარჯები ასე გამოიყურება:

2013 წელი - 13 300 000 ლარი
2014 წელი - 23 200 000
2015 წელი - 33 000 000
2016 წელი - 33 700 000
2017 წელი - 36 800 000
2018 წელი - 43 800 000

პროფესიული განათლების რეფორმის სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობასთან ერთად დონორების აქტიური ჩართულობითა და დაფინანსებით ხორციელდება და ფინანსური კონტრიბუცია ორ ნაწილად იყოფა: 2013 წლიდან 2017 წლამდე პირველი ეტაპი და 2018 წლიდან 2020 წლამდე არსებული პროექტი.

ამ დრომდე დონორთა ფინანსური კონტრიბუცია სხვა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან ასე გადანაწილდა.

EU საბიუჯეტო/ტექნიკური დახამრება 2014- 2017 წლები - 27 000 000 ევრო
MCA საგრანტო/ტექნიკური დახმარება 2014-2019 წლები - 16 000 000 დოლარი
UNDP 2013-2018 წლები - 6 000 000 დოლარი
GIZ 2013-2016 წლები - 1 500 000 ევრო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები