მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალაქები, სადაც ტურისტები ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ

5bb62a189c5f2
ანუკა ჯოხაძე
04.10.18 21:00
924
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარი-აგვისტოს მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2,233 მილიონ დოლარს, რაც 405 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. კომპანია mastercard-მა სექტემბერში ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ყველა ის ქალაქი მოხვდა, რომლებიც ყველაზე მეტ შემოსავალს სწორედ ტურიზმის სექტორიდან იღებენ.

ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სავაჭრო და ფინანსურმა ცენტრმა დუბაიმ, 2017 წელს ტურიზმიდან $29,7 მილიარდის მოზიდვა შეძლო. დუბაიში სამოგზაუროდ ჩასული ვიზიტორები ყოველდღიურად დაახლოებით 537 ამერიკულ დოლარს ხარჯავენ.

საუდის არაბეთის ქალაქმა მექამ კი ტურიზმიდან 18,45 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო. მუსულმანების წმინდა ქალაქში ყოველდღიურად ტურისტები დაახლოებით 135 ამერიკულ დოლარს ხარჯავენ.

2017 წელს 17.45 მილიარდი ამერიკული დოლარი ტურიზმის სექტორიდან დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა ლონდონმა მიიღო. ლონდონში ვიზიტორებს ყოველდღე საშუალოდ 153 ამერიკული დოლარი ეხარჯებათ. ქალაქის ეკონომიკის მნიშველოვანი შემადგენელი ნაწილი ტურიზმია, საიდანაც ლონდონს ყოველწლიურად 15 მილიარდი ფუნტის შემოსავალი აქვს.

სინგაპურში კი 2017 წელს ტურისტებმა 17,02 მილიარდი , დღეში კი 286 ამერიკული დოლარი დახარჯეს. ქალაქი ვიზიტორების მოზიდვას სისუფთავით, კულტურული, ისტორიული და თანამედროვეობის სინთეზით ახერხებს.

ბანგკოკმა, 2017 წელს ტურიზმის სექტორიდან 16,36 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავალი მიიღო. ბაგკოკში ჩასული ტურისტები ყოველდღე 173 ამერიკულ დოლარს ხარჯავენ. ქალაქში განსაკუთრებით პოპულარული მთავარი ისტორისული მოედანია, რომელიც ყოველთვის ტურისტებითაა სავსე.
ნიუ-იორკას არანაკლებ მომგებიანი წელი ჰქონდა. 2017 წელს ტურისტებმა ნიუიორკში 16,10 მილიარდი ამერიკული დოლარი დახარჯეს.

ნიუ იორკს ტურიზმის სექტორიდან 13,06 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავალით საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი მოსდევს, სადაც ყოველდღიურად ტურისტს დაახლოებით 300 ამერიკული დოლარი ეხარჯება.
მერვე ადგილს მალიორკას კუნძულზე მდებარე პატარა ქალაქი პალმა დე მალიორკა იკავებს, რომელმაც 2017 წელს ტურიზმიდან 11,96 მილიარდი ამერიკული დოლარის მოზიდვა შეძლო. ამ კუნძულზე დღეში ტურისტები დაახლოებით 220 ამერიკულ დოლარს ხარჯავენ.
ბოლო ორ ადგილს რეტინგში ტოკიო და ტაილანდის კუნძული ფუკეტი ინაწილებენ. ტოკიოს შემთხვევაში შემოსავალმა 11,91 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. ფუკეტს კი ტურიზმმა გასულ წელს 10,46 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავლები მოუტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები