მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქალები მომავლისთვის” ახალი წევრი ჰყავს

11
29.03.25 19:11
514

ბიზნესფედერაციას - “ქალები მომავლისთვის” ახალი წევრი ჰყავს.

ნინო გადელია საქართველოში ერთადერთი ქალია, რომელმაც მზის ენერგეტიკის დეველოპმენტში კომპანია დააფუძნა და უკვე მეორე წელია Shine Energy • შაინ ენერჯის უდგას სათავეში.

Shine Energy არის EPC კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია მზის ელექტროსადგურების პროექტირებაში, ინჟინერიაში, შესყიდვებსა და მშენებლობაში.

„სანამ მზე ანათებს, იქამდე არსად წამსვლელი არ ვარ“,- ეს სიტყვები ნინოს ხასიათს კარგად გამოხატავს; აქ კარგად ჩანს მისი მიზანდასახულობა და გამბედაობა, რამაც თავის დროზე კაცებით დომინირებულ სფეროში შესვლისა და თავის დამკვიდრების ძალა მისცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები