მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქარელის ხილი" ექსპორტის გაორმაგებას გეგმავს

5ad0dcd2cad47
მაია ბიწაძე
14.04.18 11:30
1714
"ქარელის ხილი“ ექსპორტის გაორმაგებას გეგმავს, - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თაკო რაზმაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ,,ქარელის ხილის“ მიერ წარმოებული ხილის ჩირების 20% ექსპორტზე, ხოლო 80% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, კომპანიაში გეგმავენ, რომ უახლოეს ორ წელში პროდუქციის 40% - ექსპორტზე, 60-% კი ადგილობრივ ბაზარზე გაყიდონ. საწარმოში ,,ჩიკორის“ ბრენდის ქვეშ 16 დასახელების ჩირს ამზადებენ, რომელიც მცირე პარტიებად გერმანიასა და ჰოლანდიაში იგზავნება.

"ჩვენთვის პრიორიტეტული ევროპის ბაზარია, სადაც პროდუქციას მცირე მოცულობებით უკვე ვყიდით, თუმცა დიდი მოთხოვნაა აზიის ბაზარზე, განსაკუთრებით აქტიურია დუბაის და ქუვეითის ბაზრები, ჩვენი საზამთროს ჩირი ჰონგკონკის ბაზარზეც იყიდება. ჩირი რუსეთშიც გაგვაქვს, რადგან იქიდანაც არის მოთხოვნა, მოლაპარაკებები გვაქვს ამერიკაშიც და ამ მიმართულებითაც არის გარკვეული ძვრები, თუმცა პირვე ეტაპზე გვსურს არსებულ ბაზრებზე: გერმანიასა და ჰოლანდიაში გავაქტიურდეთ და რაოდენობის და ასორტიმენტის ზრდის ხარჯზე თავი კარგად დავიმკვიდროთ.შემდეგ კი სხვა ბაზრებზეც გავალთ, იგივე აღმოსავლეთ ევროპაში, მაგრამ ეს ორი ქვეყანა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ - განაცხადა თაკო რაზმაძემ.

"ქარელის ხილის“ წარმადობა დღეში 10 ტონაა, თუმცა კომპანიას 70% აქვს ათვისებული. როგორც თაკო რაზმაძე განმარტავს, მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში წარმადობას უპრობლემოდ გაზრდიან. ,,ქარელის ხილის“ საწარმო 2016 წლიდან ფუნქციონირებს, კომპანია ფლობს საკუთარ ხილის ბაღებს ქარელში, საიდანაც ნედლეულს იღებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ხილს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფერმერებისგანაც ყიდულობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები