მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქარის ელექტროსადგურის პრივატიზაციის ბედი ისევ გაურკვეველია"

5b98f98641615
მაია ბიწაძე
12.09.18 15:31
940
"ქართლის ქარის ელექტროსადგურის პრივატიზაციის ბედი ისევ გაურკვეველია", -ამის შესახებ საქრთველოს საფონდო ბირჟის ხელმძღვანელმა, გიორგი ფარესიშვილმა "საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

"ქართლის ქარის ელექტროსადგურის პრივატიზაცია საფონდო ბირჟის მეშვეობით იყო დაანონსებული მთავრობის მიერ, ჩვენი ინფორმაციით ეს პროცესი ამჟამად შეჩერებულია და არ გვაქვს ინფორმაცია ეს შეჩერება დროებითია, თუ საერთოდ აღარ განხორციელდება ეს პროცესი“ - განაცხადა ფარესიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქარის ელექტროსადგურის აქციების ბირჟაზე განთავსებისთვის მთავრობა საბროკერო კომპანიას რამდენიმე თვე ტენდერის მეშვეობით არჩევდა. ბოლოს ტენდერი ზაფხულში შეწყდა.

"თიბისი კაპიტალი" და "გალტ ენდ თაგარტი" აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებისთვის ერთმანეთს ეცილებიან და ეს პროცესი ურთიერთ ბრალდებებისა და საჩივრების ფონზე მიმდინარეობდა. ძირითადი პრეტენზია ბროკერებად დასახელებული სპეციალისტების, კონკრეტული მიმართულებით არასაკმარისი და არასათანადო გამოცდილება იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები