მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართლის ქარის სადგურს აუდიტორული კომპანია BDO მეორედ აფასებს

5c17778e2ac1b
თელარა გელანტია
17.12.18 14:30
844
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, ქართლის ქარის სადგურს აუდიტორული კომპანია BDO მეორედ აფასებს.

ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ვინაიდან ქართლის ქარის სადგურის აქციების გაყიდვა ვერ შედგა, ამის შემდეგ ჩვენ ახლა მივმართეთ შემფასებელ კომპანია BDO-ს, რომელმაც თავის დროზე გააკეთა ამ აქტივის შეფასება და ახლა განაახლებს ამ შეფასებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ქართლის ქარის სადუგრის საბაზრო ღირებულება; არ გამოვრიცხავთ, რომ აქციების რაღაც ნაწილი გაიყიდოს ისევ საფონდო ბირჟის მეშვეობით - როგორ გავაკეთოთ ეს ისე, რომ ერთი სუბიექტის მიერ არ იყოს შეძენილი, ამაზე ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიმსჯელოთ.

ველოდებით შეფასების დასრულებას. უნდა ვიცოდეთ, რა აქტივზე გვაქვს საუბარი“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ: მთავრობამ ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე გაყიდვა 2017 წელს დაანონსა და მოქალაქეებს მათი შეძენა შესთავაზა.
ყოფილი პრემიერ- მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს იქნებოდა პრივატიზაციის ერთგვარი ფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად წაახალისებდა ქართულ საფონდო ბირჟას.

ქარის ელექტროსადგურის აქციების ბირჟაზე განთავსებისთვის საბროკერო კომპანია რამდენიმე თვე, ტენდერის მეშვეობით ირჩეოდა, თუმცა ბოლოს ტენდერი, რომელშიც ორი კომპანია - “თიბისი კაპიტალი” და Galt&Taggart იღებდა მონაწილეობას მიმდინარე წლის ზაფხულში შეწყდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები