ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი Noosa-Amsterdam შემოდის.
- რა არის Noosa?
- NOOSA-Amsterdam - განსაკუთრებული ადამიანებისათვის შექმნილი ბრენდია, რომელშიც შერწყმულია ეთნიკური ესთეტიკა და ევროპული პრაქტიკულობა. ჩვენ ვქმნით ისეთ აქსესუარებს, რომლებიც ისეთივე უნიკალურია, როგორიც ჩვენი მომხმარებელი. თითოეული დეტალი ხელნაკეთი და განუმეორებელია. NOOSA-ს კოლექციაში, ძირითადად, შედის სამაჯურები, ჩანთები, საფულეები და ქამრები, რომლებსაც ღილაკები - ე. წ. „ჩანკები“ უმაგრდება. მფლობელები ირჩევენ NOOSA-Amsterdam - ის „ჩანკებს“ დანიშნულების, ფერის, ან მასალის მიხედვით.
- რითაა გამორჩეული „ნუსას“ აქსესუარები?
- ჩვენი სამაჯურის შეძენისას იღებთ ნივთს, რომლის იდენტურიც არ არსებობს. პროდუქცია იქმნება კვალიფიცირებული ოსტატების მიერი ნეპალში, ინდონეზიასა და პერუში. NOOSA-ს აქსესუარები უმაღლესი ხარისხის ტყავისგან მზადდება და დროთა განმავლობაში სულ უფრო იხვეწება. მნიშვნელოვანი დეტალია ე. წ. „ჩანკი,“ რომელიც უმაგრდება ბრენდის ამა თუ იმ პროდუქტს. „ჩანკი“ ჩვენი პროდუქციის დეკორატიული ელემენტია, რომელიც ისტორიას ქმნის. თითოეული ღილაკი ნატურალური მასალისგან მზადდება და თავისი დანიშნულება აქვს. „ჩანკს“ ირჩევთ მისი ისტორიიდან გამომდინარე, იმისდა მიხედვით, თუ რომელი სიმბოლო შეესაბამება თქვენ ცხოვრებას, ან როგორი გინდათ იყოს ის მომავალში. ჩვენი დაკვირვებით, როდესაც ადამიანი ირჩევს აქსესუარს, რომელიც თან უნდა ატაროს, ყოველთვის ფიქრობს ცხოვრების გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, შერჩეულ „ჩანკებსაც“ დადებითი ენერგიით ავსებს. სამაჯურის მფლობელები NOOSA-Amsterdam - ის „ჩანკებს“ დანიშნულების, ფერის, ან მასალის მიხედვით ირჩევენ. მათი წარმოებისათვის გამოიყენება ნახევრად ძვირფასი ქვები, როგორიცაა: ფირუზი, მალაქიტი, ონიქსი, აგატი, ასევე, ხე, ლავა, სპილენძი, გოგრის ქერქი, ძვალი, მოლუსკების ჭურვები, მარგალიტები და ა.შ. შექმენით თქვენი ისტორია NOOSA-Amsterdam-თან ერთად!
- ძირითადად, საზოგადოების რა სეგმენტზეა გათვლილი „ნუსას“ პროდუქცია?
- „ნუსას“ მომხმარებელთა ასაკი შეზღუდული არ არის. მას აქტიურად მოიხმარენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები.
- როდის გამოჩნდება ბრენდი ქართულ ბაზარზე და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისათვის „ნუსას“ პროდუქციის სრული ასორტიმენტი?
- საქართველოში „ნუსას“ აქსესუარების შეძენა 18 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი. ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთ საუკეთესო საახალწლო საჩუქრად ჩაითვლება. პირველ ეტაპზე მხოლოდ სამაჯურები იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა, ძალიან მალე შეძლებთ „ნუსას“ მრავალფეროვან პროდუქტებს შორის არჩევანის გაკეთებას.
- რა მოლოდინი გაქვთ ბრენდის ქართულ ბაზარზე გამოჩენასთან დაკავშირებით?
- „ნუსას“ საინტერესო და გამორჩეული იდეა გვაძლევს საბაბს, ვიფიქროთ, რომ ის გახდება ჩვენი მომხმარებლისათვის ყოველდღიურობის სიმბოლო და ცხოვრების გაუმჯობესების სტიმული. პროდუქციის დახვეწილი დიზაინი კი მფლობელს შესაძლებლობას მისცემს, ნებისმიერ გარემოს და ჩაცმულობას შეუხამონ NOOSA-Amsterdam-ის თითოეული ნივთი!