საქართველოს ბანკის ჯგუფის ევროობლიგაცია (GEBGG) დაიხურა 6.0%-იანი შემოსავლიანობით, ფასით - 100.0 (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით). საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ევროობლიგაცია GEBGG 06/20-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 100.5 (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით), 10.7%-იანი შემოსავლიანობით. საქართველოს კაპიტალის ევროობლიგაციები GEOCAP 03/24-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 94.4 (-0.4% წინა კვირასთან შედარებით), 7.3%-იანი შემოსავლიანობით.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციები GEOROG 04/21-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 100.9 (-0.1% წინა კვირასთან შედარებით), 6.4%-იანი შემოსავლიანობით. საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 105.0 ფასად (-0.3% წინა კვირასთან შედარებით), 6.3%-იანი შემოსავლიანობით.
წყარო: G&T