კორპორატიული ევროობლიგაციები: საქართველოს ბანკის ჯგუფის ევროობლიგაცია (GEBGG) დაიხურა 6.4%-იანი შემოსავლიანობით, ფასით - 98.3 (-0.7% წინა კვირასთან შედარებით). საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ევროობლიგაცია GEBGG 06/20-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 100.5 (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით), 10.7%-იანი შემოსავლიანობით. საქართველოს კაპიტალის ევროობლიგაციები GEOCAP 03/24-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 92.1 (-1.0% წინა კვირასთან შედარებით), 7.9%-იანი შემოსავლიანობით.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციები GEOROG 04/21-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 103.1 (+1.3% წინა კვირასთან შედარებით), 5.5%-იანი შემოსავლიანობით. საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 106.0 ფასად (+0.9% წინა კვირასთან შედარებით), 6.0%-იანი შემოსავლიანობით.
საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით - 105.3 (-0.3% წინა კვირასთან შედარებით), 4.7%-იანი შემოსავლიანობით.
წყარო: G&T