მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში შეღავათებს ითხოვენ

5b24d92a761a3
ელენე გოგბერაშვილი
16.06.18 17:00
838

ქართული ბიზნესი უკვე მეორე წელია სახელმწიფო ტენდერებში ადგილობრივი კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭებას ითხოვს, თუმცა გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე ჯერ მთავრობას არ მიუღია. როგორც bm.ge-თან საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა აცხადებს, შეღავათების საკითხი კიდევ ერთხელ დასვეს ეკონომიკის სამინისტროში, კერძო სექტორის ხელშეწყობის საბჭოს ფორმატში.

“იქ დავსვით ეს საკითხი. ვთხოვეთ საბჭოს თავმჯდომარეს და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ეკა მიქაბაძეს, რომ ეს საკითხი შემდგომ საბჭოს სხდომაზე იქნას გატანილი”-აცხადებს სილაგავა.


მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა მეწარმეთა ხელშეწყობის ისეთი მექანიზმი შემოიღოს, რა მოდელიც აპრობირებულია და  წარმატებით მუშაობს ევროკავშირში.

 

“ძალიან გვაწუხებს ეს საკითხი. ჩვენ არ ვითხოვთ სასათბურე პირობებს. შეიძლება საუბარი 2-3-4%-იან შეღავათზე”-აცხადებს ლევან სილაგავა.


 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები