საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 18.68 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.17% წინა კვირასთან შედარებით და -1.28% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 273 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 17.96 – 18.94 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 92 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.43 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.70% წინა კვირასთან შედარებით და -2.96% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 641 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.19 – 11.57 დიაპაზონში.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-0.12% წინა კვირასთან შედარებით და +0.01% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 88 ათასს გადააჭარბა, GBP 17.10 – 17.82 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 34 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-4.03% წინა კვირასთან შედარებით და +3.76% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 59 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.63 – 2.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 18 ათასი აქცია შეადგინა.
G&T