საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 18.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.40% წინა კვირასთან შედარებით და -4.95% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 238 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 17.68 – 18.57 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 65 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.46% წინა კვირასთან შედარებით და -9.26% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 88 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.70 – 10.32 დიაპაზონში.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-1.39% წინა კვირასთან შედარებით და -0.12% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 103 ათასს გადააჭარბა, GBP 16.92 – 17.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 20 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.59 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-0.58% წინა კვირასთან შედარებით და +2.17% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 172 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.50 – 2.67 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 17 ათასი აქცია შეადგინა.
G&T