მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული მოცვი და ჟოლო ჩინეთში გაიყიდება

5adf352a64e77
მაია ბიწაძე
24.04.18 17:43
1623
შპს "აგროლეინი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს და ჩინეთში ექსპორტის დაწყებაზე მუშაობას იწყებს, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა გიორგი ღვინიაშვილმა განუცხადა. კომპანიის მიერ წარმოებული ლურჯი მოცვი და ჟოლო ამჟამად ექსპორტზე დუბაიში, ქუვეითში და კატარში იყიდება.

"გვინდა ჩინეთთან დავიწყოთ მუშაობა, რადგან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მათთვის ჩვენი პროდუქცია ძალიან მიმზიდველი ხდება. თუ შევძლებთ ლოგისტიკური ნაწილის მოწესრიგებას, წელსვე დავიწყებთ ექსპორტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალი წლის სეზონზე მაინც გავიტანთ. ჩვენ საჰაერო ტრანსპორტით ვახორციელებთ პროდუქციის ტრანსპორტირებას და ეს ნაწილი გვაქვს მოსაგვარებელი. წელს, ნოემბერში, ჩინეთში მასშტაბური გამოფენაა დაგეგმილი, რომელშიც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

შპს "აგროლეინმა“ ფუნქციონირება გასულ წელს დაიწყო და 30 ტონა ლუჯი მოცვი და ჟოლო გადაამუშავა, წელს კი მის გაორმაგებას გეგმავს. საწარმოში გაყინულ და ე.წ. ფრეშ კენკრას აწარმოებენ, ფრეშის სახით ხილი 125 გრამიან პლასტიკის კონტეინერში იფუთება, გაყინული კი - 10 კილოგრამიან სპეციალურ პაკეტებში ფასოვდება. კილოგრამის გასაყიდი ფასი ექსპორტის შემთხვევაში 15-დან 20 ლარამდეა, ადგილობრივ ბაზარზე კი 50%-ით იაფია.

"აგროლეინის" საწარმო ბღდათის რაიონში, სოფელ ვარციხეში, "ერთიანი აგროპროექტის" ფინანსური მხარდაჭრით გაკეთდა, ის თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი და ISO 22 000 -ის ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები