მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ნუშით საერთაშორისო კომპანია დაინტერესდა

5f113bbb64cf2
ანა ჯოხაძე
17.07.20 09:50
2038
ქართული ნუშით საერთაშორისო კომპანია დაინტერესდა. ამის შესახებ bm.ge-ის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა გიორგი სვანიძემ განუცხადა. როგორც სვანიძე ამბობს, კომპანია “ოლამის” წარმომადგენლებმა ქართული ნუშის ბაღები დაათავლიერეს და დაინტერესდნენ. 

“საქართველოში ბოლო 5-6 წელია, რაც  ნუშის ბაღების გაშენება დაიწყო. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლანტაცია, რომელიც დღეს 2000 ჰექტარ ფართობზეა, ბიზნესმენმა თემურ უგულავამ გააშენა. ჩვენ გვქონდა უკვე შეხვედრა კომპანია “ოლამთან”, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა 20 მლრდ-იანი ბრუნვით და მის საკუთრებაშია 500 მილიონი ჰექტარი მთელს მსოფლიოში, სადაც გაშენებული აქვს ნუში, თხილი, კეშუ, კაკლეული და ა.შ.

კომპანიის წარმომადგენლებმა მოინახულეს ის ბაღები, რაც იყო საქართველოში, რომ უკვე ადგილობრივად დაიწყონ შესყიდვა. ამის შემდეგ ქართველ გლეხს უკვე აღარ დასჭირდება იწვალოს და მოძებნოს სხვდასხვა ბაზრები. არის კომპანია, რომელიც აქვე შეისყიდის ევროპული ფასებით ნუშს”, - ამბობს გიორგი სვანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები