პროექტი "გემოვანი" რიგით მეორედ აგროსასურსათო ბაზარობის გამართვას გეგმავს, რომლის მიზანი ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტების მაღალ ნიშად ჩამოყალიბება და წახალისებაა.
ღონისძიება 9 მაისს, 10-დან 16 საათამდე, თბილისის „ივენთ ჰოლში“ მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობა დაახლოებით 80-მდე ფერმერმა, საოჯახო მეურნეობამ და მეწარმეებმა მიიღეს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ და საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.
ბაზარზე გამოიფინა და გაიყიდა როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმომავლობის ქართული, ნატურალური პროდუქცია: პური, რძის ნაწარმი, ხორცი, ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული და სხვა.
პროექტი 2018 წლის ივნისიდან, ყოველკვირეული ბაზრობის გამართვასაც გეგმავს.
"გვინდა,მაქსიმალურად ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი და რაც მთავარია, ხელი შევუწყოთ წარმოების ქართული ტრადიციული მეთოდების აღდგენასა და გენეტიკურად ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას. "გემოვანის" ქვეშ წარმოებული პროდუქცია უნიკალურია და მას მსოფლიო უნდა გაეცნოს. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ, ნომერი პირველი გეგმა საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაა“, – აღნიშნა "პროექტ გემოვანის" დირექტორმა ოთარ ნაჭყებიამ.