მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სტარტაპი "მოსვი" ცხელ ლიმონათებს დაამზადებს

5b44c9ddc2e95
კესო კაციტაძე
10.07.18 21:00
2786
სტარტაპი მოსვი, რომელიც სასმელს ნატურალური სიროფებით, ადგილობრივი სოფლებიდან მომარაგებული ხილითა და ბორჯომით ამზადებს, ზამთარში ცხელი ლიმონათების გაყიდვას გეგმავს.

"გვინდა ზამთრის სეზონზე დავამზადოთ ცხელი ლიმონათები, რომელსაც საკმაოდ განსხვავებული და არომატული გემო აქვს. ვიყავით სტარტაპ მარკეტზე, სადაც ეს პროექტი დაიტესტა და საკმაოდ დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ამჟამად მხოლოდ ბორჯომში ვართ სტენდით წარმოდგენილი, თუმცა შემოდგომიდან ვგეგმავთ პროდუქციის თბილისში გაყიდვასაც. მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, განსაკუთრებით ფესტივალებზე, ბოლოს ვიყავით Open air-ზე, სადაც ლიმონათებმა საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა“,-განმარტავენ კომპანიაში.

„მოსვი" მომხმარებელს სთავაზობს მატონიზირებელ წყალს ლიმონით და პიტნით, ასევე ამზადებს საზამთროს, ტარხუნას, მარწყვის, ჟოლოს, ლიმონის, მოჰიტოსა და საფირიმო ლიმონათს, რომელიც კენკრის და ლიმონის მიქსით მზადდება. ლიმონათი ადგილზე, მომხმარელბლის თვალწინ კეთდება და მისი ფასი 4- დან 6 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები