მომავალი თვიდან სავაჭრო ქსელში ქართული ზეითუნის ზეთზე დამზადებული საპონი გაიყიდება, რომელსაც კომპანია "ქართული ზეთისხილი“ აწარმოებს, ამის შესახებ "ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ "საქმიან დილაში" განაცხადა.
"წელს მომხმარებელს პირველად შევთავაზებთ ქართული ზეითუნის ზეთისხილის საპონს, რომელიც ბიულოგიურად სუფთა პროდუქტი იქნება. ის გამოიყენება როგორც სხეულის, ასევე თმის დასაბანად, მე პირადად გაოცებული ვიყავი ამ საპნის ორკვირიანი გამოყენების შედეგით. საპონი გაყიდვაში ოქტომბრის ბოლოს გამოვა და ყველა სავაჭრო ქსელში განთავსდება", - განაცხადა სვანიძემ.
ბიზნესმენის თქმით, კომპანია ასევე აპირებს ხელისა და სხეულის კრემების წარმოებას, რომელიც ასევე ბიოლოგიურად სუფთა იქნება. შესაბამისი სერთიფიკატის მიღებაზე კომპანიას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.
"ჩვენ მომხმარებელს შევთავაზებთ ზეითუნის ზეთზე დამზადებულ სახისა და ხელი კრემებს, რომლის წარმოებასაც გაისად ვგეგმავთ. პროდუქტი ორგანულად სუფთა იქნება, შესაბამისი სერტიფიკატის მიღებაზე უკვე ვმუშაობთ გერმანულ კომპანიასთან", - განაცხადა გიორგი სვანიძემ.