მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი ახალგაზრდები აშშ-ში Microsoft Office-ისა და Adobe-ს პროგრამების ჩემპიონატზე მიემგზავრებიან

5b39d21c576a9
მარიამ ადამია
02.07.18 11:16
539
ქართველი ახალგაზრდები ამერიკის შეერთებულ შტატებში Certiport-ის ორგანიზებულ ჩემპიონატზე მიემგზავრებიან, რომელშიც ისინი Microsoft Office-ისა და Adobe-ს სპეციალისტის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ. ჯამში სამი ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც 27 ივლისს, ორლანდოში, ფლორიდის შტატში გაემგზავრება და იბრძოლებს გამარჯვებისთვის – ამის შესახებ საქმიანი დილის ეთერში პროექტის საქართველოში შემომტანებმა და ორგანიზატორებმა, ამირან სამხარაძემ და არჩილ სხულუხიამ ისაუბრეს.

„Certiport – ეს არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც საგანმანათლებლო და საგამოცდო ცენტრებს სთავაზობს საერთაშორისო პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ ტესტებს Microsoft-ისა და Adobe-ს პროგრამებზე. შესაბამისად, მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში პროგრამებისა ცოდნის ზრდასა და უნარების განვითარებას, რისთვისაც ყოველ წელიწადს ატარებს საერთაშორისო ჩემპიონატს ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის. წელს საქართველო პირველად ჩაერთვება მასში, სამომავლოდ კი იგეგმება უფრო მჭიდრო პარტნიორობა.“ – აღნიშნა ამირან სამხარაძემ.

მისი თქმით, აღსანიშნავია, ისიც, რომ ეს ჩემპიონატი მნიშვნელოვანი მოვლენაა დამსაქმებელთათვის, რადგან წელიწადში ერთხელ მსოფლიოში საუკეთესო ცოდნისა და უნარების მქონე ადამიანები იკრიბებიან აშშ-ში, კონკურსი კი მათ შორის საუკეთსოს გამოავლენს. შესაბამისად ქართველი ახალგაზრდებისთვის ეს არის შანსი არამარტო გამოსცადონ საკუთარი თავი, არამედ წარსდგნენ საერთაშორისო დამსაქმებლების წინაშე. ანუ მათ აქვთ შანსი დასაქმდნენ მსოფლიოს წამყვან კორპორაციებში და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება. გარდა ამისა, კონკურსი ქართველ მონაწილეებს საშუალებას მისცემს ფართო აუდიტორიას ჩვენი ქვეყანაც გააცნონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები