მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთში ახალი ბულვარი მოეწყობა

5b11ad3da773c
ელენე გოგბერაშვილი
02.06.18 11:00
2766

 

ქობულეთი წელს ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება, თუმცა რიგი პროექტების დასრულება შესაძლოა ზაფხულის სეზონისთვის ვერ მოესწროს. როგორც BM.GE-ს ქობულეთის მერიაში განუცხადეს, წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება ცენტრალურ ქუჩებსა და პერიფერიებს, გაიზრდება სანაპირო ზოლის პარამეტრები და მოეწყობა ბულვარი. ქობულეთში ქუჩების რეაბილიტაციაზე წელს 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ჯამში კეთილმოეწყობა 10 ქუჩა, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური  განვითარების ფონდი ქობულეთში ნაპირდამცავი კედლის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 კმ-მდე ახალი ჯებირი და კეთილმოეწყობა სავალი ნაწილი. აღნიშნულ პროექტზე ჯამში 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა რიგი მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია საზაფხულო სეზონისთვის ვერ მოესწრება, დროებით მოპირკეთდება, სამუშაოები კი სეზონის დასრულებისთანავე განახლდება.

“ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყობა ახალი ბულვარი. გაიზრდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას მისცემს”-აცხადებენ მერიაში.

მათი თქმით, ბულვარის კეთილმოწყობა ქობულეთის ტურისტულ ზონაში სეზონის დასრულების შემდეგ იგეგმება. პროექტის ფარგლებში, ბულვარის სავალი ნაწილი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა ველობილიკები. ასევე გაშენდება მწვანე ზოლი და დამონტაჟდება ახალი განათების სიტემები.

რაც შეეხება წლევანდელ ტურისტულ სეზონს, ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ წელს საზღვაო კურორტი არაერთ ფესტივალს უმასპინძლებს.

“ წელს გრანდიოზულად ვგეგმავთ ტურისტული სეზონის გახსნას. ტურისტულისეზონის გახსნა კინტრიშის ხეობიდან დაიწყება და ცენტრალურ პარკში სხვადასხვა აქტივობებით დასრულდება”-აცხადებენ მერიაში.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები