მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულია კომერციული ატაშეების ინსტიტუტის ამოქმედებაზე: "ჯერ ვფიქრობთ"

5bc22061da09c
თელარა გელანტია
14.10.18 11:37
1532
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს 6 კომერციული ატაშე ამ დრომდე არ შეურჩევია.

უწყებამ კომერციული ატაშეების შერჩევის პროცესი მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.

რამდენიმე თვის წინ (აგვისტოში), როცა bm.ge-მ ეს თემა მოიკითხა, სამინისტროში განაცხადეს, რომ კომერციული ატაშეების თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე 100-ზე მეტი განაცხადი შევიდა და მათი შერჩევის პროცესი მიმდინარეობდა.

Bm.ge-ის კითხვას - ეყოლება თუ არა საქართველოს 6 კომერციული ატაშე შერჩეულ ქვეყნებში თუ იცვლება რეფორმა, ეკონომიკის მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა:

„ჯერ ვფიქრობთ; ვფიქრობთ, როგორ ავაწყოთ საელჩოებთან კოორდინაცია, რომ კომერციული ატაშის ინსტიტუტი მაქსიმალურად ეფექტური იყოს“, - აღნიშნა ქობულიამ.

სააგენტო ამ საკითხზე ესაუბრა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს გენადი არველაძესაც, რომელიც სამინისტროში ვაჭრობის მიმართულებას კურირებს.

მინისტრის მოადგილემ bm.ge-ის უთხრა, რომ კომერციული ატაშის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი შერჩეულია, ნაწილის შერჩევა ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ რეფორმაზე, უახლოეს მომავალში გააჟღერებენ.

შეგახსენებთ: როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე საქართველოს კომერციული ატაშე 6 ქვეყანაში (აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) ეყოლება.

ეკონომიკის სამინისტრომ კომერციული ატაშეს თანამდებობაზე კონკურსი მიმდინარე წლის 6 მარტს გამოაცხადა. აპლიკანტებისგან განაცხადების მიღება აპრილში დასრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები