მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუმსიშვილი Check in Georgia-ზე ინვესტორთა საბჭოს კრიტიკას პასუხობს

5b192468ef48e
თელარა გელანტია
07.06.18 16:30
816
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,Check in Georgia ნამდვილად საუკეთესო პროექტია", - ასე უპასუხა ქუმსიშვილმა BM.ge-ის კითხვას, რომელიც ინვესტორთა საბჭოს იმ შეფასებას შეეხებოდა, რის თანახმადაც, CHECK IN GEORGIA-ს გაუმჭვირვალობა შეშფოთებას იწვევს.

"ნებისმიერ ფესტივალს, ნებისმიერ ღონისძიებას, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ, აქვს განვითარების ეტაპები და ამ ღონისძიებებმა უნდა მიაღწიონ გარკვეულ მდგრად დონეს, როდესაც ჩვენ თამამად შევძლებთ თქმას, რამდენად მომგებიანია ესა თუ ის ღონისძიება; თუმცა შემიძლია, დღეს დარწმუნებით გითხრათ, რომ შიდა ტურიზმის მიმართულებით, რომელიც საერთაშორისო ტურიზმზე ნაკლები არ არის, Check in Georgia ნამდვილად საუკეთესო პროექტია. გარდა ამისა, ტურიზმის სტიმულირების გარდა, "ჩექ ინ ჯორჯიას" ძირითად ამოცანებშია ასევე ქართული შოუ ბიზნესის სტიმულირება, რომელსაც მე მხარს ვუჭერ და ვთვლი, რომ ამ მიმართულებითაც ის ფული, რომელიც დღეს იხარჯება და როგორც ხელი ეწყობა ქართულ ბიზნესს, მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში, შეფასებები შეიძლება გაკეთდეს ახლავე, შეიძლება გაკეთდეს წლის ბოლოს", - განაცხადა ქუმსიშილმა.

BM.ge-ის კითხვას - უნდა იცოდეს თუ არა ეკონომიკის სამინისტრომ თუ რამდენი ბილეთი გაიყიდა 2017 წელს „ჩექ ინ ჯორჯიას“ კონცერტებზე, ქუმსიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:

"მხოლოდ ბილეთების გაყიდვა არ არის საზომი და მთლიანად ყველა გადაწყვეტილება ერთად, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ტურიზმის მიმართულებით, არის შედეგი, რომელიც ჩვენ გვაქვს ტურიზმში და ეს არის ზუსტად იმდენივე თანხა, რამდენიც შემოგვდის ექსპორტიდან რეესპორტის ჩათვლით. ეს არის ჩემი პასუხი“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: BM.ge ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე რამდენიმე თვეა 2017 წელს Check in Georgia-ს  კონცერტებზე გაყიდული ბილეთების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ითხოვს, მაგრამ ქუმსიშვილის უწყებას ჯერჯერობით, აღნიშნული მონაცემები არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები