საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის პირველ კვარტალში ჯამურად 486 მილიონი ლარის ზარალი მიიღეს. ამის შესახებ ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშებიდან ხდება ცნობილი. ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, ბანკების მიერ 1.2 მილიარდი ლარის შესაძლო დანაკარგების დარეზერვება გახდა.
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, მთავარი გამოწვევა ახლა ისაა, რომ წელი ზარალით არ დასრულდეს.
„პირველი 6 თვე საბანკო სექტორმა მთლიანად ზარალით დაამთავრა. ჩვენი მოლოდინი და გამოწვევა წლის ბოლომდე ის იქნება, რომ წელი ზალარით არ დამთავრდეს და 0-ის გარშემო იყოს მაჩვენებლები. როგორც კი 2021 წლიდან ეკონომიკა დაიწყებს ზრდას, საბანკო სექტორი თანდათან დაიწყებს მოგებაზე მუშაობას“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
შეგახსენებთ, ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის პირველ ნახევარში ყველაზე დიდი მოცულობის წმინდა ზარალი “საქართველოს ბანკს” აქვს და ის 157.2 მილიონ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა “თიბისი ბანკი”, რომლის ზარალიც 156.4 მილიონი ლარი იყო. ფინანსური შედეგებიდან ირკვევა, რომ 15 კომერციული ბანკიდან 14 ბანკი ზარალზეა. ერთადერთი ბანკი, რომელმაც 2020 წლის პირველი 6 თვე ზარალის ნაცვლად მოგებით დაასრულა "სილქ როუდ ბანკი იყო".