მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

აშშ-ის სამხრეთ შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის შტატებში, მისისიპსა და ალაბამაში ტორნადოს შედეგად მინიმუმ 26 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სტიქიის გამო, მისისიპის შტატის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მედიის ცნობით, ტორნადო შტატებს თავს შუაღამისას დაატყდა. ქუჩები სავსეა დამსხვრეული მანქანებით, აგურებითა და მინებით - ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები