მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქობულეთში კოვიდის გავრცელების რისკი დაბალია" - სად მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირებები?

5f422d13bcc58
BM.GE
23.08.20 12:47
988
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმის და ქობულეთის ბულვარში დადგმულ კარვებში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს; კორონავირუსზე შემოწმება დაიწყო შეკვეთილშიც.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამჟამად კორონავირუსზე ნებაყოფლობით აღებული ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითია.

„მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება ბათუმის და ქობულეთის ბულვარში დადგმულ კარვებში. ასევე, ამ ტიპის შემოწმება დაიწყო შეკვეთილშიც. ამ ეტაპისთვის ნებაყოფლობით აღებული 190 ნიმუშია, 88 უკვე გამოკვლეულია და ყველა უარყოფითია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ქობულეთს, გამყრელიძის განცხადებით, იქ ინფექციის გავრცელების რისკი დაბალია.

„ქობულეთის ორივე წერტილში, სადაც შემთხვევები გვქონდა, სიტუაცია დასტაბილურდა. კაფე „ჰავანასთან“ დაკავშირებული ბევრი ადამიანი გამოიკვლიეს და არსებული დადებითი შემთხვევის გარდა, მეტი აღარ გვქონია.

ასევე, მეორე შემთხვევა, რომელიც საოჯახო ტიპის სასტუმროსთან იყო დაკავშირებული, იქაც ბევრი კონტაქტი გამოვიკვლიეთ. ამ თვალსაზრისით მზარდი რისკი, რომ ინფექციის გავრცლება იყოს, ნაკლებია. ვფიქრობთ, რომ მოსახლეობა მშვიდად უნდა იყოს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები არის, სიტუაცია სრულად მართვადი და კონტროლირებადია.

23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1411 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის უკვე გამოჯანმრთელებულია 1132 პაციენტი, ხოლო ვირუსმა 17 პირი იმსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები