"ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი კი, IATA ქონსალთინგის მიერ არის გაკეთებული, რომელმაც ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს. აეროპორტს 6 გასავლელი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საათში 1000 – 1100 მგზავრის შუფერხებლად გატარებას შეძლებს. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ქუთაისის აეროპორტში ამ ეტაპზე 440 ადამიანია დასაქმებული, აეროპორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ მათი რიცხვი გაიზრდება. სამშენებლო სამუშაოები სექტმბერში დაიწყო და მას ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. ტენდერის ღირებულებაა 26 400 მილიონ ლარამდეა“ - აცხადებენ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.


