მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება

5b211ba05ac50
BM.GE
13.06.18 17:23
2641
ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარსელაძემ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა.

"ამჟამად ქვეშეთი-კობის მისასვლელ გზაზე, ანუ ერთ ლოტზე გამოცხადებულია წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელში მონაწილე კომპანიებიც, შესაბამისის კვალიფიკაციების გადალახვის შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე მოხვდებიან. რაც შეეხება დანარჩენ ხუთ ლოტს, მათზე ტენდერები ივნისში გამოცხადდება, გამარჯვებულებს კი ოქტომბერ-ნოემბერში გამოვავლენთ. შესაბამისად, საკმარისი პერიოდი იქნება იმისთვის, რომ სამობილიზაციო სამუშაოები ჩატარდეს, ამის შემდეგ კი უკვე კონკრეტულ მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება" - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კმ. გზა, 6 ხიდი და 5 გვირაბი აშენდება, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები