კვლევები ცხადყოფს, რომ გერმანიის გამართული ჯანდაცვის სისტემის დამსახურებაა, რომ გერმანელები მთელ მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელები არიან. გერმანიაში ადამიანები საშუალოდ 81 წელი ცოცხლობენ.
ლონდონის ანალიტიკური ცენტრის Legatum Institute-ის ექსპერტების აზრით, ისრაელში ჯანდაცვის სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებულია. ამასთან, ქვეყანა სიცოცხლის ხანგრძლივობით მთელ მსოფლიოში მერვე ადგილს იკავებს , ამ კუთხით საშუალო ასაკი აქ 82 წელია.
ავსტრალიის მოსახლეობა საშუალოდ 82 წელი ცოცხლობს, რითაც მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. რაც შეეხება ავსტრალიის ჯანდაცვის სისტემას ის საჯარო და კერძო მომსახურების მიმწოდებლებს მოიცავს. დაფინანსება სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევით, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო პირების მიერაა უზრუნველყოფილი.
ჰონგ კონგში კი 11 კერძო და 42 სახელმწიფო კლინიკა ფუნქციონირებს, რომლებიც 7,2 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურებიან. 2012 წელს ჰონგკონგი მსოფლიოში პირველი აღმოჩნდა, სადაც ქალების სიცოცხლის ყველაზე მაღალი ხანგრძლივობა დაფიქსირდა.
შვედეთში კი ცხოვრების ხარისხი ყველაზე მაღალია, ეს ქვეყანა ჯანმრთელი მოსახლეობის სიმრავლითაც გამოირჩევა. შვედეთში მამაკაცები საშუალოდ 80 წელი ცოცხლობენ.
2015 წელს კი ნიდერლანდებმა ჯანმრთელობის ინდექსის მიხედვით ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა, ნიდერლანდების მშპ-ს 10,8% ჯანდაცვის ხარჯებს დაეთმო. სადაზღვევო კომპანიები ვალდებულნი არიან ყველა განმცხადებელი მიიღონ და თითოეულ მათგანს აქვს უფლება, მზღვეველი ყოველწლიურად შეცვალოს.
მეოთხე ადგილზეა იაპონია, სადაც მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 83 წელია.
შვეიცარიაში კი უნივერსალური ჯანდაცვის სისტემაა, სადაც ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა.
სინგაპურში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 5,6 მილიონია, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 83 წელია. საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა კი ლუქსენბურგს აქვს. ჯანდაცვის სისტემა დაფუძნებულია სამ ფუნდამენტურ პრინციპზე: სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევაზე , პაციენტებისათვის პროვაიდერების ფართო არჩევანსა და სავალდებულო პროვაიდერის მომსახურებაზე ფიქსირებული საფასურის გადახდაზე.