მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ბედი ელის "ექსპო ჯორჯიას?"

7 410 კვ.მ-ზე განთავსებული თერთმეტი საგამოფენო პავილიონი და 29 200 კვ.მ ღია გამწვანებულ სივრცე - ასეთია თბილისში მდებარე ექსპო ჯორჯიას ტერიტორია, რომელიც არამარტო საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონის წამყვანი საგამოფენო ცენტრია. ის მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს და ორგანიზებას უწევს მრავალფეროვან ინდუსტრიულ გამოფენებს, ფესტივალებს, ბაზრობებს და ოფიციალურ ღონისძიებებს. ორიოდე თვის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე იგეგმება დეველოპერული პროექტის განხორციელება, რისთვისაც მფლობელებმა ბიზნესმენ მინდია საბანაძის შვილთან, ნოდარ საბანაძესთან ერთად მენეჯმენტ კომპანია შექმნეს. საუბარია ექსპო ჯორჯიას მიმდებარედ 11 ჰა ფართობის ტერიტორიაზე, თუმცა როგორც ბიზნესმენი მინდია საბანაძე ამ თემაზე კომენტირებისას აცხადებდა, ჯერ კონკრეტული პროექტები და გადაწყვეტები არ არსებობს.

სტუმარი: რესან ქიქავა - "ექსპო ჯორჯიას" დირექტორი;

#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძე & გუგა კობახიძესთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები