მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ცვლილებები შედის სატენდერო მოთხოვნებში?

5aec513c0c736
ელენე გოგბერაშვილი
04.05.18 16:24
726
ინფრასტრუქტურის სამინისტრო სატენდერო მოთხოვნებში ცვლილებებს ამზადებს. საპილოტე პროექტის ფარგლებში ტენდერები კატეგორიებად დაიყოფა და მათზე განსხვავებული პირობები გავრცელდება. როგორც გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა კერძო სექტორთა შეხვედრაზე განმარტა, ცვლილებების განხორციელება იგეგმება სწორედ იმ პროექტების ფარგლებში, რაც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაანონსა.

"ეს არის საანგარიშო პერიოდი, როცა შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური გამოცდილება თვით ამ ზოგადი ანალოგიური გამოცდილების გაანგარიშების ფორმულაში ხორციელდება ცვლილებები. ასევე ერთი ხელშეკრულების ფარგლებში ანალოგიური გამოცდილების მქონე მოთხოვნებში საანგარიშო პერიოდში და სამუშაოების წარმოება გეგმა/გრაფიკში.

საანგარიშო პერიოდში აქამდე იყო დათქმა, რომ პრედენდენტს ანალოგიური გამოცდილება უნდა ჰქონოდა 2013 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღის 1 რიცხვამდე პერიოდში. რაც მოიცავდა 5 წელს. ეს მიდგომა შეიცვლება და საანგარიშო პერიოდად აღებული იქნება უკანასკნელი 3 წელი, პლიუს მიმდინარე წლის თვეები, რაც ტენდერის გამოცხადების დღემდე გავა. სამწლიანი პერიოდი გავრცელდება ყველა კატეგორიაზე, სხვა მოთხოვნები იქნება განსხვავებული.

რაც შეეხება ანალოგირ გამოცდილებას ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, აქამდე ჩვენ ვითხოვდით პრედენტენდისგან იგივე საანგარიშო პერიოდში უნდა ჰქონოდა ერთი ხელშეკრულება მაინც შესრულებული, კერძოდ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში ტენდერის ღირებულების ნახევარი მაინც უნდა ჰქონოდა შესრულებული. ახალი მოთხოვნით, პროცენტული რაოდენობა რჩება იგივე, უბრალოდ იცვლება ხელშეკრულების მიმართ დათქმა. ხელშეკრულება უნდა იყოს საანგარიშო პერიოდში დასრულებული ანუ მასზე უნდა იყოს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი. არის კიდევ ერთი დათქმა, რომ ამ მიღება-ჩაბარების აქტში, კერძო სექტორის შემთხვევაში უნდა დაადასტუროს მიღება ჩაბარების აქტში დაფიქსირებული თანხის 90%-ის მაინც გადახდა. ანგარიშ -ფაქტურის წარმოდგენა ადრეც მოეთხოვებოდა, უბრალოდ დაწესდა რომ 90% უნდა იყოს ფაქტობრივად დადასტურებული.

ცვლილებები ეხება ზოგადი შესაძლებლობების შეფასებას და არა ერთი კონკრეტული პროექტის შესრულების გამოცდილებას. აქამდე დადგენილი იყო მინიმალური ზღვარი, რაც პრედენტენტს უნდა გადაელახა ხელშეკრულების ფაქტობრივი შესრულებით. ეს იყო იგივე ზღვარის, რაც ზემოთ ვახსენეთ, ტენდერის ღირებულების ნახევარი მინიმუმ უნდა ჰქონოდა შესრულებული, მაგრამ ეს ზღვარი რომ გადაელახა პრედენტს ამისთვის იყო დაწესებული ცალკე ფორმულა, ამ ფორმულაში ჩასმით პრედენტენს უნდა მიეღწია ამ მინიმალური ზღვარისთვის. ახალი მოთხოვნით, დაწესდება ახალი ფორმულა, სადაც პრეტენდენტის მინიმალური გამოცდილება სამუშაოს შესრულების ვადის შესრულების გათვალისიწნებით დაწესდება. შემოღებული იქნება მულტიპლიკატორი, რაც ტენდერების კატეგორიის მიხედვით იქნება განსხვავებული.

გამოცდილების შეფასებისას არ მოხდება ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გამოყენება", - განმარტებულია უწყების წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ პრეზენტაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები