"თიბისი კაპიტალმა" სექტორული კვლევა ჩაატარა - "მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში", რომელიც სხვა საკითხებთან ერთად იმ ძირითად გამოწვევებსაც მოიცავს, რასაც ინვესტორები პროექტების განხორციელებისას აწყდებიან.
პუბლიკაციის მიხედვით, პროექტის განვითარების ეტაპების მიხედვით გამოწვევები ასეთია:
წინასწარი მოკვლევა
- სახელმწიფო მიწის არაფორმალური გამოყენება ადგილობრივების მიერ
- საჰაერო დერეფანში არსებული კერძო ნაკვეთები
- თავისუფალი სიმძლავრე ქვესადგურში
პროექტის განვითარება
შეზღუდული ადგილობრივი გამოცდილება დიდი მზის სადგურების დიზაინის შექმნასა და მშენებლობაში
პროექტის იმპლემენტაცია
- დაგეგმილი და რეალური ვადების შეუსაბამობა
- რეგიონული თავისებურებები პროექტის შეთანხმებისა და იმპლემენტაციის პროცედურებში
კვლევის თანახმად, მზის პროექტების მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში, საქართველოში მზის სადგურებზე დაფიქსირებული ინტერესის სრულად რეალიზება ნაკლებად სავარაუდოა, რაც ქსელის შეზღუდვით აიხსნება. 2028 წლამდე ქსელში დასაშვებია 500 მეგავატი მზის სადგურების ინტეგრაცია, რაც 10-ჯერ ჩამორჩება დაფიქსირებულ ინტერესს.