მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება ივანიშვილის სანქცირებას ქვეყნის ეკონომიკაზე?

ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე. ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ანალიზშია აღნიშნული.

პუბლიკაციაში გაანალიზებულია ივანიშვილის სანქცირების გავლენით მოსალოდნელი დაუყოვნებელი ეკონომიკური ზემოქმედება და გრძელვადიანი ეკონომიკური რისკები საქართველოსთვის.

ავტორების შეფასებით, ივანიშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართულ სანქციებს, რომლებიც იმგვარია, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ნეგატიური ეკონომიკური გავლენა მოსახლეობაზე, აქვს პოტენციალი, შეუქმნას საქართველოს დაუყოვნებელი ეკონომიკური გამოწვევები. ასეთ გამოწვევებს შორის დასახელებულია: ინვესტორების ნდობის შესუსტება, ფინანსური სექტორის შეფერხებები და კაპიტალის გადინების რისკების ზრდა.

ანალიზში აღნიშნულია, რომ ისეთ სექტორებში, როგორიცაა უძრავი ქონება, ტურიზმი და ინფრასტრუქტურა, სადაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, სავარაუდოდ უფრო ნელი ზრდა იქნება ინვესტორების შემცირებული აქტივობისა და მარეგულირებელი პრობლემების გამო.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სანქციები ხშირად მოქმედებს, როგორც გამაფრთხილებელ მექანიზმი. მათი ძირითადი ეფექტები შეიძლება დაუყოვნებლივ არ მატერიალიზდეს, რადგან ინვესტორებმა შესაძლოა განმარტონ ისინი [სანქციები], როგორც პოტენციური სამომავლო მოქმედების სიგნალები და არა საბოლოო ზომები. თუმცა, თუ საქართველომ ვერ მიაღწევს პოლიტიკურ პროგრესს და სანქციები გამწვავდება, ეკონომიკური ზემოქმედება შეიძლება უფრო მკვეთრი გახდეს",- წერია დოკუმენტში.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი შემდეგი საკითხებია დასახელებული: გამოწვევები სავაჭრო ურთიერთობებში, პოტენციური გეოპოლიტიკური იზოლაციისა და ალტერნატიულ ბაზრებზე გაზრდილი დამოკიდებულება, რამაც შეიძლება გააღრმაოს ქვეყნის ეკონომიკის მოწყვლადობა.

მიღმა ივანიშვილზე დაწესებული სანქციებისა, ავტორები ყურადღებას ამახვილებენ დასავლეთიდან შეწყვეტილ დახმარებებზეც, რაც ძლიერ სიგნალს უგზავნის ინვესტორებს გაზრდილი რისკების შესახებ.

შეგახსენებთ, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში 27 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები