მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს ქართული ღვინო საზღვარგარეთ

5b4446c8a65ef
მაია ბიწაძე
10.07.18 09:39
1059
ქართული ღვინის საშუალო ფასი მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით გაუმჯობესდა, ამის შესახებ Bm.ge-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2,5 ევროს შეადგენდა. მიმდინარე წლის 6 თვის მომაცემებით, ქართული ღვინის საშუალო ფასი გაუმჯობესებულია და 1 ლიტრზე 2,72 ევროს აღწევს.

შედარებისთვის, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) 2017 წლის ოფიციალური მონაცემებით, 1 ლიტრი ესპანური ღვინის საშუალო ფასი 1,27 ევროა, იტალიის - 2,75, ავსტრალიის - 2,15, ჩილეს - 1,78, სამხრეთ აფრიკის - 1,3, გერმანიის - 2,43, პორტუგალიის 2,5, არგენტინის - 2,7, აშშ-ს - 3,87, საფრანგეთის - 5,83 და ახალი ზელანდიის - 4,21. ,,როგორც ჩანს, ქართული ღვინის საშუალო ფასი მეღვინეობით სახელგანთქმული ქვეყნების საშუალო ფასებთან მიახლოებულია“ - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ქართული ღვინის პოზიციონირებაზე და ფასზე კომენტარი ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემაც გააკეთა, სადაც მან განმარტა, რომ - „არ შეიძლება ქართული ღვინო ბორჯომის ფასად იყიდებოდეს“, - ბიზნესმენი თვლის, რომ ქართული ღვინის ხარისხი უნდა აღდგეს, მისი აზრით საქართველოში მაღალხარისხიანი ღვინო ნაკლებად იწარმოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები