მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიმართულებებით შესრულდება ფრენები საქართველოს აეროპორტებიდან

5b0c0b7b28a08
მაია ბიწაძე
28.05.18 18:00
871
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარული ფრენების განრიგები დაამტკიცა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისები შემდეგ მიმართულებებზე განხორციელდება:

ათენი, ალმა-ატა, ამსტერდამი, ასტანა, აქტაუ, ბარსელონა, ბაქო, ბაჰრეინი, ბოლონია, ბრატისლავა, ბრიუსელი, ბერლინი, დოჰა, დუბაი, ეკატერინბურგი, ელ-ქუვეითი, ერევანი, ვარშავა, ვენა, თეირანი, თელ-ავივი, კიევი, კრასნოდარი, კიოლნი, ლონდონი, მასკატი, მინსკი, მიუნხენი, მოსკოვი, ნოვოსიბირსკი, ოდესა, პარიზი, პეკინი-ურუმჩი, პრაღა, ჟუკოვსკი, რიგა, რიადი, როსტოვი, სალონიკი, სოჭი, სანქტ-პეტერბურგი, სტამბული, ყაზანი, შარმ ელ შეიხი, შარჟა, ჯედა, ჰერაკლიონი, ჰურგადა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრებს რეგულარული რეისებით მოგზაურობა შემდეგ მიმართულებებზე შეეძლებათ: აქტაუ, დუბაი, ეკატერინბურგი, ზაპოროჟიე, თელ-ავივი, კიევი, ლვოვი, მინსკი, მოსკოვი, ოდესა, როსტოვი, სანქტ-პეტერბურგი, სტამბული, შარჟა, ჩერეპოვეცი.

ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისები შემდეგ მიმართულებებზე შესრულდება: ათენი, ბარსელონა, ბერლინი, ბუდაპეშტი, ვარშავა, ვილნიუსი, ვროცლავი, დორტმუნდი, დუბაი, კატოვიცე, ლარნაკა, ლონდონი, მემინგენი, მოსკოვი, მილანი, პარიზი, პრაღა, რიგა, რომი, სალონიკი.

აღნიშნული რეისები სამივე აეროპორტიდან, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლო შაბათამდე შესრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები