მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიზნით მოგზაურობენ ქართველები ქვეყნის შიგნით

5bb6f2db6f195
BM.GE
05.10.18 09:10
789
წლის II კვარტალში, შიდა ვიზიტების უმრავლესობა მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად (51.9%) განხორციელდა. ვიზიტების შედარებით მცირე რაოდენობა დაფიქსირდა მკურნალობა, გაჯანსაღების (12.1%) და შოპინგის (11.9%) მიზნით, ხოლო 9.8% შეადგენდა დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით განხორციელებულ ვიზიტებს.

თბილისისა და საქართველოს დანარჩენი ნაწილის რეზიდენტების მიერ განხორციელებული ვიზიტების მთავარ მიზანში გარკვეული სხვაობა შეინიშნებოდა. თბილისიდან არსებული ვიზიტების 18.7% დასვენების, გართობისა და რეკრეაციის ხასიათის იყო, ანალოგიური მაჩვენებელი საქართველოს დანარჩენი ნაწილისათვის 6.8%-ია. თბილისიდან ვიზიტების ნახევარზე მეტი (52.3%) მეგობრების და ნათესავების მოსანახულებლად განხორციელდა. აღნიშნული მაჩვენებელი დანარჩენი საქართველოსათვის 51.7% იყო.

შიდა ვიზიტორები მოგზაურობისას სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობდნენ. შიდა მოგზაურების ყველაზე პოპულარულ აქტივობას მეგობრების და ნათესავების მონახულება (66.2%), შოპინგი (52.9%) და ადგილობრივი სამზარეულოსა და ღვინის დაგემოვნება წარმოადგენდა (37.3%).

2018 წლის მეორე კვარტალში შიდა ვიზიტების 27.4% საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა, შემდეგ მოდის იმერეთი (18.8%) და აჭარა (12.6%).
შიდა ვიზიტორების მიერ განხორციელებული დანახარჯების ჯამური მაჩვენებელი 392.1 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო ერთი ვიზიტისას გაწეული საშუალო დანახარჯი 118.5 ლარს შეადგენდა. დანახარჯების ყველაზე დიდი წილი საყიდლებზე დაფიქსირდა (130.2 მილიონ ლარზე მეტი, მთლიანი ხარჯების 33.2%). ასევე მნიშვნელოვანი წილით იყო წარმოდგენილი საკვები და სასმელი (19.5%, 76.4 მილიონ ლარზე მეტი). ტრანსპორტირებაზე გაწეული დანახარჯები კი 18.5%-ს შეადგენდა. განთავსებაზე შიდა ვიზიტორებმა მთლიანი დანახარჯის მხოლოდ 2.5% გასწიეს (9.9 მილიონი ლარი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები