მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ოდენობის ელექტრონული ნარჩენი წარმოიქმნება საქართველოში?

5b51af7a9035a
სალომე მეცხვარიშვილი
20.07.18 14:10
916
საქართველოს ელექტრონული ნარჩენების კლევა ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-მა ჩაატარა. კომპანიის ხელმძღვანელი ხათუნა გოგალაძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ ზუსტი ოდენობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან სრული მონაცმები არ მოიძებნება. კომპანიამ 9 სახეობის ელექტრონული ნარჩენი შეისწავლა, მათ შორის: კონდენციონერები, ტელევიზორები, ლეპოტოპები, მობილური ტელეფონები და ა.შ.

კვლევამ აჩვენა, რომ ამ კატეგორიების მიხედვით, საქართველოში 2017 წელს 15-16 ათასი ტონა ელექტრონული ნარჩენი წარმოიქმნა. ხათუნა გოგალაძე ამბობს, რომ მათი პროგნოზით, მხოლოდ ეს 9 კატეგორიის ელექტრონული ნარჩენი 2027 წელს 52 ათას ტონად გარდაიქმნება.

"ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, 600-ზე მეტი ერთეულია რაც შეიძლება ელექტრონულ ნარჩენად განიხილებოდეს, თუმცა, ესეც არ არის სრული სია.
კვლევაში პროგნოზიც გაკეთდა და 2027 წელს ამ 9 კატეგორიის ნარჩენის მოცულობა, რომელიც ახლა 16 ათასი ტონაა, უკვე 52 ათასი ტონა იქნება, აქ გათვალისწინებულია მოსახლეობის ზრდის ტენდენცია, მშპ, ტექნოლოგიების განვითარების პროცესი და ა.შ.",- აცხადებს ხათუნა გოგალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები