მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პროფესიის არიან დეპუტატები

5b5abc8174b80
თამუნა დემეტრაშვილი
27.07.18 10:32
759
საქართველოს მე-9 მოწვევის დეპუტატთა საშუალო ასაკი 47 წელია,- სტატისტიკურ მონაცემებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, პარლამენტის 2016-17 წლების მუშაობის შეფასების დოკუმენტში აქვეყნებს. ყველაზე ასაკოვანი დეპუტატი - რევაზ არველაძეა (76 წელი), ყველაზე ახალგაზრდა კი შალვა კიკნაველიძე (30 წლის).

პარლამენტის შემადგენლობიდან 23 ქალია, საიდანაც უმეტესობა სამართალმცოდნეა. ზოგადად, პარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობა (56) იურისტია, 18 მათგანი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, 15 კი ეკონომისტი. საკანონმდებლო ორგანოში ორი სპეციალობით განათლება 34 დეპუტატს აქვს მიღებული. მე-9 მოწვევის პარლამენტის შემადგენლობაში 2 აკადემიკოსი, 15 დოქტორი და 5 მეცნიერებათა კანდიდატია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები