მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვს Nestle-ს საქართველოში?

615ebcaaea9a2
შოთა ტყეშელაშვილი
08.10.21 09:40
1571
საკვები პროდუქტების, შოკოლადის, ყავის, ბავშვთა კვებისა და მინერალური წყლების ერთ-ერთმა უმსხვილესმა გლობალურმა მწარმოებელმა Nestle-მ საქართველოში მისი შვილობილი კომპანიის - “ნესტლე საქართველოს” ფინანსური ანგარიშგება გაასაჯაროვა.

“ნესტლე საქართველო” ქვეყანაში Nestle-ს პროდუქციის საბითუმო ვაჭრობით არის დაკავებული. 2020 წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა 57.8 მილიონი ლარი შეადგინა. შემოსავლის ეს მოცულობა 2019 წელთან შედარებით 3.2 ლარით მეტი იყო. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის გაყიდვების მთავარი მიმართულება ნესკაფეს ბრენდის ყავებია, რის შემდეგაც საკონდიტრო ნაწარმის გაყიდვები მოდის. 

შვეიცარული გიგანტის მთლიანი შემოსავალი 2020 წელს $91 მილიარდ დოლარს შეადგენდა, შესაბამისად, საქართველოს ბაზარი Nestle-ს შემოსავლის მხოლოდ 0.02%-ს შეადგენს.

Nestle ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა - KitKat, Nescafe, Nespresso, Nesquik-ი და სხვა. კომპანია მსოფლიოს 189 ქვეყანაში ოპერირებს; მასში დასაქმებულთა რაოდენობა კი, 330,000-ს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები