მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი მიიღო Marvel-მა 2018 წელს და რა კომპანიებს ფლობს Disney

5c06753d0cc69
ლევან თაღიაშვილი
04.12.18 17:10
838
Marvel Studio ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი და პოპულარული კომპანიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ბოლო წლების განმავლობაში მისი ნამუშევრების შემოსავალს მილიარდობით მოგება მოაქვს Disney-სთვის, რომელიც მისი მფლობელია.

საბოლოო ჯამში. კი ის ერთ დიდ ჰოლდინგში - Buena Vista-შია გაერთიანებული, რომელსაც ბაზრის 26.9% უჭირავს.

2018 წელს გამოსულმა 2-მა ფილმმა,  მას $3.4 მილიარდი მოუტანა (Avengers: Infinity War - $2 მლრდ, Black Panther - $1.4 მლრდ).

ჯამში, 2012 წლის შემდეგ მისი ტოპ-10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმებიდან მიღებული სარგებელი კი $17 მილიარდს აღწევს.

Marvel ასევე გამოირჩევა სოციალურ ქსელებში გამომწერების რაოდენობითაც, მას და Marvel-ის გმირებს, ჯამში, Facebook-სა და Instagram-ზე 185 მილიონი გამომწერი ჰყავს.

რაც შეეხება მის მფლობელ Disney-ს, 2018 წელს მისი შემოსავალი $60 მილიარდია.  ის ფლობს, ისეთ ბრენდებს, როგორიცაა : ABC, ESPN (80% წილი), Touchstone Pictures, Marvel, Lucasfilm, Pixar, Hollywood Records, Vice Media (10% წილი).

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები