მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა ვიცოდეთ, პოლიციის მხრიდან ზედაპირული შემოწმების და დათვალიერების დროს? - TI

ჩხრეკა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ინსტრუქციას ავრცელებს, რა უნდა ვიცოდეთ, პოლიციის მხრიდან ზედაპირული შემოწმების და დათვალიერების დროს.

  • ზედაპირული შემოწმების და დათვალიერების დროს უნდა ვიცოდეთ:
  • პოლიციელს უფლება აქვს ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი შეხების;
  • ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერების, აგრეთვე, საბარგულის ვიზუალურ დათვალიერების და არა ჩხრეკის;
  • ზედაპირული შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ:
  • არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
  • თქვენ იმყოფებით სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის ან ობიექტის უშუალო სიახლოვეს, 20 მეტრის რადიუსში; (მაგალითად, სასამართლოები, საელჩოები და სხვ.)
  • არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იმ ადგილზე, სადაც თქვენ იმყოფებით, იკრიბებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირები, იმალებიან ძებნილები ან შესაძლებელია ჩადენილ იქნეს სამართალდარღვევა;
  • ზედაპირული შემოწმების რაიმე სხვა მიზეზით ჩატარება უკანონოა;
  • პოლიციელის მხრიდან განმარტება იმისა, რომ ვიღაცამ, სადღაც, რაღაც დანაშაული ჩაიდინა და ამიტომ თქვენი ზედაპირული შემოწმება უნდა ჩატარდეს, არის თვითნებობა
  • თქვენი შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეჩერების მომენტიდან 30 წუთს

უფლებადამცველთა ცნობით, 28 ნოემბრის შემდეგ, 461 პირია დაკავებული, 300-ზე მეტი დაკავების და შემდგომ პერიოდში დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, 80-ზე მეტ პირს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. პასუხისმგებლობა არ დამდგარა არც ერთი სამართალდამცველის მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები