მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი დარღვევა დაფიქსირდა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის კონტროლის ფარგლებში?

ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, 28 სახელმწიფო და 376 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მათი შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.

მათივე ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, შემოწმებული 28 კომპანიის 154 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 6 კომპანიის 34 ნიმუშში.

"საინსპექციო კონტროლი ჩატარდა 83 კომპანიაში; აღებული 1 927 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 16 კომპანიის 37 ნიმუშში. სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების შპს „Bureau Veritas“ და შპს „SGS“ მიერ შემოწმებულ 74 კომპანიაში აღებული 459 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 4 კომპანიის 11 ნიმუშში. ინსპექტირების პროცესი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.

შიდა ბაზრის კონტროლი განხორციელდა 78 კომპანიის პროდუქციაზე; აღებული 136 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 73 ნიმუშში.

ამასთან ერთად, ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის მიერ ჩატარდა 284 დეგუსტაცია. შემოსული 13 006 ნიმუშიდან 12 383 ნიმუში შეფასდა დადებითად და 623 ნიმუში - უარყოფითად.

2025 წელს ხარისხის კონტროლი გაგრძელდება, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს", - აცხადებენ სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები