2019 წელს საქართველოში 109 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონშია (50.5%) განთავსებული.
როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში აჩვენებს, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქვემო ქართლის (11%), კახეთის (10.1%), თბილისში (9.2%), სამეგრელო-ზემო სვანეთის (8.3%), იმერეთის (5.5%), მცხეთა-მთიანეთის (2.8%), გურიის (1.8%) და სამცხე-ჯავახეთის (0.9%) რეგიონში.
გამოვლევის თანახმად, 2019 წლის განმავლობაში მომსახურება 516 მომხმარებელს გაეწია. სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა კი, 994 კაცით განისაზღვრა.
გარდა ამისა, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 232.4 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 61.3% ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 18.7% პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 9% ხილი და ბოსტნეული, 6.8% - თევზეული, 2.1% რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 2.1 პროცენტი უკავია.