როდესაც საქმე ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, ეფექტიანობასა და გამძლეობას ეხება, საინჟინრო სამუშაოების საიმედო, პროფესიონალი გუნდით დაკომპლექტებული კომპანიისთვის მინდობა პრიორიტეტთა ნუსხაში მოწინავე ადგილს იკავებს. სხვადასხვა დანიშნულების, თანამედროვე შენობა-ნაგებობების მშენებლობისას ელექტროგაყვანილობის სისტემების დაგეგმარება მნიშვნელოვანი კომპონენტია, რათა მოგვიანებით თავიდან იყოს არიდებული ინფრასტრუქტურის შეკეთების ხარჯები, მოკლევადიანი ექსპლუატაცია ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები. შესაბამისად, ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც ელექტროსამონტაჟო სამუშაოების სრულ სპექტრს და მათ ხარისხიან შესრულებას გთავაზობთ, საკვანძო მნიშვნელობისაა ნებისმიერი შენობის ფუნქციონირებისთვის.
უკვე 5 წელია, ადგილობრივ ბაზარს მსგავს მომსახურებას კომპანია “ელმონტაჟი” სთავაზობს, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და მომხმარებელს საქართველოში მოქმედი ელექტრო დანადგართა მოწყობისა და ექსპლუატაციის სტანდარტების სრული დაცვით ემსახურება.
როგორც “ელმონტაჟის” დირექტორი, გიგი ჭაჭია აღნიშნავს, კომპანიის მიზანია, დაინტერესებულ მხარეებს, იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო სექტორი, უმაღლესი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს.
“თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, გვინდოდა, რომ მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურება შეგვეთავაზებინა. “ელმონტაჟის” მთავარი კონკურენტული უპირატესობაც იმაში მდგომარეობს, რომ კომპანია მომხმარებელს მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების მხრივ, რაც მოიცავს : პროექტირებას, მიწოდებასა და მონტაჟს - ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ერთ კონკრეტულ მხარეს ეკისრება, რაც მომხმარებლისთვის სრულ პროცესს ამარტივებს და უფრო კომფორტულს ხდის”, - განმარტავს გიგი ჭაჭია.
ადგილობრივ ბაზარს “ელმონტაჟი” უმაღლესი ხარისხის სამუშაოებს ენერგოსადისტრიბუციო კომპანიებს, ბიზნესსექტორსა და სახელმწიფოს, რამდენიმე მიმართულებით სთავაზობს. ესენია:
- ახალი აბონენტების ქსელთან მიერთება
- ობიექტების შიდა ელექტრო ქსელის მოწყობა
- ტრანსფორმატორების დემონტაჟი და მონტაჟი
- ქვესადგურების მშენებლობა
- გადამცემი ხაზების მშენებლობა
“ელმონტაჟის” უახლოეს გეგმებში სწორედ რეგიონული მიმართულებით ექსპანსია, უფრო მეტი პროექტის განხორციელება და სახელმწიფო ტენდერებში აქტიური მონაწილეობა შედის.
“ელმონტაჟის” გუნდის სანდოობასა და პროფესიონალიზმს ხაზს უსვამს კომპანიის მიერ განხორციელებული ათობით მასშტაბური პროექტი, მათ შორისაა თბილისის ელექტროსადისტრიბუციო კომპანიის გამანაწილებელი ქვესადგურების რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში “ელმონტაჟმა” უზრუნველყო.
კომპანია, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს, დღეს 600 ადამიანს ასაქმებს.
“ელმონტაჟში გვჯერა, რომ პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა არის გასაღები საიმედო და მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების მიწოდებისთვის. ჩვენი პარტნიორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი სერვისების გაღრმავებაში. ელმონტაჟი ამაყობს თითოეული შესრულებული პროექტით, რომელთა რაოდენობა თვეში 500 მსხვილ და მცირე პროექტს აღემატება”, - ამბობს გიგი ჭაჭია.